,,არა ძალადობას!”
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა-ის 9ა კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე: ,,არა ძალადობას!”.
მათ ეს იდეა ირანში მომხდარი ამბის შემდეგ გაუჩნდათ. როდესაც 13 სექტემბერს ირანის ,,ღირსების პოლიციამ” 22 წლის მაჰსა ამინი მოკლა, რასაც საპროტრსტო აქციების ტალღა, ქალთა მასობრივი გამოსვლები და ჰიჯაბების დაწვა მოჰყვა.
მოსწავლეებმა ქალთა უფლებებზე, ფემინიზმსა და პირველ ფემინისტ ქალებზე ისაუბრეს. ეკატერინე გაბაშვილის, კატო მიქელაძისა და ბარბარე ჯორჯაძის წვლილი გაიხსენეს.
წარმოადგინეს საკუთარი პოსტერები და პერფორმანსი – კოცონზე ჰიჯაბები დაწვეს, რითაც ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს. — Miranda Alania
,,არა ძალადობას!”