“ანბანთქება – ანბანის შემობრძანება”
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 1ა და 1ბ კლასში 13 ოქტომბერს ჩატარდა ღონისძიება “ანბანთქება – ანბანის შემობრძანება” (დამრიგებლები მარიამ ბოლქვაძე და ლალი კიკნაძე). ღონისძიება მოეწყო ამავე სკოლისა და მშობლების მხარდაჭერით. ლამაზი დეკორაცია და გულით შერჩეული რესურსები ამშვენებდა მას. ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, რომლითაც ძალიან იხალისეს: დაურიგდა აი ია-ს სამაჯურები; იმოგზაურეს ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში; გააფერადეს მათი მეგობარი “ა” და “ი”; შეავსეს სამახსოვრო ია-ს ბარათი; წერისა და გაფერადების პროცესი მიმდინარეობდა სტუდიოს “ლურჯა ცხენები” მუსიკის “აი ია” ფონზე; გადაიღეს სურათები. ასე ხალისით ეს დღე მათთვის გახდა დასამახსოვრებელი. ღონისძიების სრულყოფისთვის მადლობას ვუხდი მე-12 კლასელებს საბა გაბადაძეს, ბაია ცხელიშვილს, ლიზი ღაჭავას და საბა თამლიანს.