გაკვეთილებისიახლეები

ადამიანი და ხელოვნება

თემატური ბლოკი:  ადამიანი და ხელოვნება

საკითხი: რას გვიყვება ხელოვნება

სამიზნე ჯგუფი: V/ა. V/ბ კლასები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: სოფიკო ფერაძე.

პროექტის სახელწოდება: მოგზაურები

მიზანი: შემოქმედებითი, ანალიტიკური, კვლევა-ძიების, პრეზენტაციისა და კოლაბორაციული უნარების ჩამოყალიბება.

 მეთოდი:  როლური თამაში

პირობა- შესწავლილი, უძველესი ცივილიზაციების ხელოვნების ფონზე დავიყავით გუნდებად (პრეისტორიული ხანის წარმომადგენლები, შუა საუკუნეების საქართველო, ძველი რომაელები, შუა საუკუნის ჩინური კულტურა, ძველი კრეტას კულტურა და მოგზაურთა გუნდი) თითეულ გუნდს უნდა წარმოედგინა/გაესიტყვებინა შემთხვევითობის პრინციპით მიკუთვნებული ცივილიზაციის კულტურა, არა მარტო შესწავლილი, არამედ მოპოვებული, საინტერესო ინფორმაციით და  გაეცნოთ მოგზაურთათვის და წარედგინათ თითოეული კულტურისთვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშები.  მოგზაურთ უნდა შეედგინათ გზამკვლევი(რუქა) სადაც დატანილი იქნებოდა ყოველი ცივილიზაციის კულტურის ამსახველი გამოსახულებები და ემოგზაურათ მისი საშუალებით, დაესვათ შეკითხვები კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით.      რასაც საკმაოდ კარგად, მოტივირებულად და შემოქმედებითად გაართვეს გუნდებმა თავი, რამაც კიდევ ერთჯერ დამარწმუნა იმაში, რომ “სიმულაცია” ანუ როლური თამაშები განსაკუთრებით საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.

 

ადამიანი და ხელოვნება

IMG_20260302_134201
IMG_20260302_134746
IMG_20260302_091820
IMG_20260302_091053.jpg.adding
IMG_20260302_133447
IMG_20260302_134739
IMG_20260302_091048
IMG_20260302_132736
IMG_20260302_132234
IMG_20260302_134649
IMG_20260302_134201 IMG_20260302_134746 IMG_20260302_091820 IMG_20260302_091053.jpg.adding IMG_20260302_133447 IMG_20260302_134739 IMG_20260302_091048 IMG_20260302_132736 IMG_20260302_132234 IMG_20260302_134649