ციფრი 1
ციფრი 1
კლასი – 1
საკითხი – ციფრი 1
🎯 გაკვეთილის მიზანი:
✅ბავშვებმა ცნონ ციფრი 1; მიხვდნენ, რომ ის ზუსტად ერთ საგანს შეესაბამება და ისწავლონ მისი სწორად გამოწერა.
✅ხელით შეხებითა და მოდელირებით (ძერწვითა და ფუმფულა ღეროებით) წვრილი მოტორიკის განვითარება და ინტერესით ჩართვა სწავლის პროცესში.
📝გაკვეთილი გამოვიდა ძალიან ინტერაქტიული და მრავალფეროვანი:
🎯ვიზუალური გაცნობა და მსჯელობა:
პრეზენტაციის ნახვის შემდეგ კლასში ერთად ვიმსჯელეთ: ვეძებდით ოთახში ნივთებს, რომლებიც იყო მხოლოდ ერთი (მაგალითად: 1 დაფა, 1 მასწავლებელი).
✔️ბავშვები მიხვდნენ მთავარს — ერთ საგანს შეესაბამება რაოდენობა „ერთი“ (1).
✔️ ხელით შეგრძნება და მოდელირება:
პლასტელინისგან გამოძერწეს ციფრი 1.
ფუმფულა ღეროები (ჩენილის მავთულები) მოხარეს და მისგანაც 1-იანი შექმნეს. საბოლოოდ, ჰაერშიც მოხაზეს. ამით თითებიც გაივარჯიშეს და ციფრის ფორმაც უკეთ დაიმახსოვრეს.
✅გამოწერა:
ბოლოს ფურცლებზე გამოწერეს ციფრი “1”— უკვე იცოდნენ, საიდან უნდა დაეწყოთ წერა და როგორ ჩამოჰყოლოდათ ხაზი.
🎯შედეგი: ბავშვებმა გაიაზრეს ციფრის “1” მნიშვნელობა, იპოვეს შესაბამისი რაოდენობის საგნები და ხელით შექმნეს ამ ციფრის ფორმა

