ჩვენი წარმატებული მოსწავლეები
ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტმა ჩაატარა მათემატიკური ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები. ოლიმპიადა საქართველოს არაერთ ქალაქს მოიცავდა. ქუთასში მას #1-მა საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ოლიმპიადა სამი ტურისაგან შედგებოდა და საკმაოდ სერიოზული მათემატიკური უნარები იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს ბარიერები გადაელახა მოსწავლეებს.
ამ ფონზე ძალიან სასიხარულოა ჩვენი სკოლის მესამე კლასელების ბექა ჩიკვაიძისა და ლიზი გორგოძის (დამრიგებელი და მატემატიკის მასწავლებელი ნანა გაგოშიძე) წარმატება. მათ სამივე ტურს წარმატებით გაართვეს თავი და მიწვეულნი არიან დასკვნით ღონისძიებაზე ქალაქ თბილისში.
მათემატიკაში სიგელები დაიმსახურა აგრეთვე შემდეგმა მოსწავლეებმა ნ. ვერულაშვილმა, მ. მაზმიშვილმა, ა. მუკბანიანმა, მ. მუკბანიანმა ლ. ყოლბაიამ ლ. რობაქიძემ, გ. თეთრაძემ (მე-3ბ კლასი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ნ. გაგოშიძე),
ნ. ხუციძე, გ. სოსელია (მე-2ბ კლასი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ლ. ხუბლავა),
ნ. მესხორაძე (მე-5ა კლასი დამრიგებელი ელისო ბაქრაძე, მათემატიკის მასწავლებელი ნ. სტურუა),
უნარ-ჩვევებში მე-8ა კლასის მოსწავლემ მ. მესხორაძემ (დამრიგებელი ნანა გოგორიშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ინეზა გაბადაძე).
სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ