მოსწავლეებისიახლეები

შავი ზღვის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო

31 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიოლოგიის კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პროექტები შავი ზღვის მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე, შავი ზღვის მნიშვნელობაზე, მისი გაბინძურების საფრთხეებზე და დაცვის მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციები  წარმოგვიდგინეს მოსწავლეებმა: მათე ურიდიამ, მერი ონიანმა, მარი ბენიძემ, ია ბრეგაძემ, დიმიტრი მამასახლისმა, ნინო ფორჩხიძემ, ანანო კორთხონჯიამ, ბარბარე ლომიძემ, ანა კიკნაძემ, ანამარია გორგოძემ, მარიამ ონიანმა.

მოსწავლეებმა დაამზადეს ზღვის ეკოსისტემის მოდელები. მონაწილეებმა თავიანთ კლასელებს  ბუკლეტებით გააცვნეს ინფორმაცია. ჩატარდა ატივობა, რომელითაც მოახდინეს  დაბინძურებული ზღვის იმიტირებული გასუფთავება.