გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

სპორტული ტურნირები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში სპორტული ტურნირები გრძელდება. სპორტის მასწავლებლის ალექსანდრე კოსტავას თაოსნობით სკოლაში კალათბურთის საგაზაფხულო ტურნირი ჩატარდა, რომლის გამარჯვებული გახდა მე-9/ა კლასის კალათბურთელთა გუნდი. სკოლა ულოცავს მე-9/ა კლასს და მადლობას უხდის ალექსანდრე კოსტავას საგაკვეთილო პროცესის საინტერესო აქტივობებით დატვირთვისათვის.