სასკოლო კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებში
2013-2014 სასწავლო წლის დასასრულს ქუთაისის N14 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრების გადაწყვეტილებით, ჩატარდა მოსწავლეთა სასკოლო- შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც წარმოვაჩინეთ ის მოსწავლეები, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში, დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად ეკიდებოდნენ მასწავლებლების მიერ მიცემულ დავალებებს: ინფორმაციის მოძიება, პროექტზე მუშაობა, ექსპერიმენტის წარმოება თუ რეფერატის დამუშავება.
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებში ჩანს ჩვენი მოსწავლეების დიდი მონდომება, ინტერესი მეტი გაიგონ, მეტი იცოდნენ და მეტი შეძლონ ფიზიკის, ქიმიის თუ ბიოლოგიის ამა თუ იმ თემის შესწავლის დროს.
სასკოლო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
ფიზიკაში ხელ-ლი: ნ. სვანიძე
- „ატომის აღნაგობის თეორიები“ – ნათია მინდიაშვილი XI1
ქეთევან ქაშიბაძეXI1
მარიამ ბუხაიძეXI1
- „ოპტიკური მოვლენები“ – გიორგი მაჭარაძე IX2
- „ექსპერიმენტები ოპტიკურ მოვლენებზე“ – დავით მღვდელაძე IX1
ბიოლოგიაში ხელ-ლი: ქ. ენდელაძე
- „ბიოლოგიური ევოლუცია და რელიგია“ – თეონა თვარაძე X2
- „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ -ლიკა კაცაძეX2
- „საჭმლის მომნელებელი სისტემა“ – დიმიტრი დვალაძე X1
- „„საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები“ – მარიამ არსანიძე X1
ხელ-ლი: ბიოლოგიის მაძიებელი ——-
- „ფსიქოტროპული ნივთიერებები“ – მარიამ რობაქიძე VIII1
მარიამ გოგელიძე VIII1ხელ-ლი: ა. ქაჯაია
ქიმიაში ხელ-ლი: ნ. გურეშიძე
- „ოქრო“ – მარიამ ბუხაიძეXI1
- „ქანები“ – დიმიტრი დვალაძე X1
- „რკინის ჟანგვის პირობების გამოკვლევა“ – ხატია ხარაზიშვილი VIII3
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს სკოლის დირექციამ გადასცათ სიგელები.