„,მხიარული ნოტები“
შემოქმედებითი აქტივობა: თემა „,მხიარული ნოტები“
მუსიკის მასწავლებელი: თამარ გაბისონია
სამიზნე კლასი: IIIა (დამრიგებელი ხ. გვიშიანი) III ბ – (დამრიგებელი ი. მელიქიძე) IIIგ – (დამრიგებელი ლ. ხუბლავა)
აქტივობის აღწერა და მიზანი: მუსიკის მასწავლებლის, თამარ გაბისონიას ინიციატივით და ხელომძღვანელობით IIIა, IIბ და IIIგ კლასებში ჩატარდა შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობა „მხიარული ნოტები“. აქტივობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში მუსიკალური ანბანის, ნოტებისა და ვიოლინოს გასაღების გაცნობა, ვიზუალური და სმენითი აღქმის გაღრმავება, მუსიკალური თეორიის საწყისების პრაქტიკულ, მხატვრულ ფორმატში ათვისება
დავალების შესრულების პროცესი: მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და ინტერესით გააფერადეს ვიოლინოს გასაღებები და მუსიკალური ნოტები, რითაც შემოქმედებითად და ასოციაციურად გააცოცხლეს მუსიკალური ბგერები. მათ მიერ გაფერადებული ნოტები და ვიოლინოს გასაღებები გრაფიკულად განთავსდა და ჩამოიკიდა სპეციალურად მომზადებულ სანოტო ხაზებზე (სანოტო სისტემაზე).
შედეგი: აღნიშნულმა აქტივობამ მნიშვნელოვნად აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და კლასების ჩართულობის დონე. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მუსიკალური ენის ელემენტებისა და თეორიული ცოდნის გააზრებულად დამახსოვრებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

