მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია
უცხოური ენების, კერძოდ,ინგლისური ენის, საგნობრივმა ჯგუფმა, (მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი, აზა გაზდელიანი, ლია იმედაძე, ნინო კანდელაკი) მოაწყო მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო დისკრიმინაციის და ბულინგის თემას. კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები მოცემულ თემაზე პოსტერების, სლიადშოუების და საინფორმაციო ბუკლეტების ფორმით. კონფერენციამ იმუშავა შემდეგ საკითხებზე-
- ბულინგის გამოვლენის შემთხვევები სასკოლო საზოგადოებაში,
- რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია
- მაწანწალა ძაღლების მიმართ ცრურწმენები და მათ მიმართ ძალადობა.
მოსწავლეებმა გაამრავალფეროვნეს საკუთარი პრეზენტაციები სახალისო აქტივობებით, რომელშიც ჩართეს დამსწრე აუდიტორია. კონფერენციას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსწავლეებმა კონფერენციის ორგანიზატორებისგან მიიღეს რეკომენდაციები და მითითებები .მოსწავლეებმა საკუთარი პრეზენტაციები გაამდიდრეს ფერადი პოსტერებით და სლაიდშოუებით (POWER POINT).აღსანიშნავია, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 8-ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებულმა აქტივობა-თამაშმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე აუდიტორია. ღონისძოებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ 9-ა კლასის მოსწავლეები . პრეზენტაციის შემდეგ მოხდა ნაშრომების შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ შეფასების ფურცლები, რომლებშიც მათ დაუწერეს ქულები თითოეულ თემას და გამოავლინეს გამარჯვებული თემა Bullying to Dogs 8ა კლასი ,ასევე მაღალი შეფასება მიიღო მე-11ა კლასის მოსწავლეების ნია ქარაბაკის, მარიამ ბობოხიძის და ლიზი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილმა თემებმა.
აღსანიშნავია მე-10ა კლასის მოსწავლის გიორგი მიხელიძის პრეზენტაციის ბრწყინვალე უნარი. კონფერენციას დაესწრო სკოლის დირექტორი ქ. ნონა ჩუბინიძე , სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ბ-ნ. ვალერი ვოლჩანსკი და ინგლისური ენის მასწავლებლები.
შეფასების ფურცლის შინაარსი:
შეფასების ფურცელში მხოლოდ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები აფასებდნენ ერთმანეთს.შეფასება ხდება 5-ქულიანი სისტემით.შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმით:
- თემის აქტუალობა
- პრეზენტაციის უნარი ,ვიზუალური მხარე
- წარდგენის ეფექტურობა ,აუდიტორიის ჩართულობა
პრეზენტაციების წარდგენა იყო კონფერენციის პირველი ეტაპი.მეორე ეტაპს წარმოადგენდა ქულების დათვლა და შედეგების გამოვლენა.მესამე, ფინალურ ეტაპზე, მოვახდინეთ მონაწილეების დაჯილდოება სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით.