გაკვეთილებიპროექტებისიახლეები

მე და გარესამყარო

სამიზნე ჯგუფები –II/ა, II/ბ, II/გ

მასწავლებელი – ს. ფერაძე

თემა – მე და გარესამყარო

საკითხი – შენობები ჩვენ გარშემო

მიზანი: მოსწავლე ზოგადად გაეცნოს არქიტექტორის როლს/საქმიანობას, გამოუმუშავდეს შემოქმედებითი, პრაქტიკული  და გუნდურად მუშაობის უნარები.

შემოქმედებითი დავალების პირობა – მხიარული ქალაქი

მუყაოს რულონებით, ფერადი ფურცლებით და სხვა მასალით გააკეთე არქიტექტურული მაკეტი:

საცხოვრებელი სახლები და სათამაშო მოედანი

გაუკეთე შენობას სხვადასხვა ფორმის (გეომეტრიული და ბუნებაში არსებული) დეტალები (სახურავი,

კარი, ფანჯარა…)

მოხატე ან აპლიკაციის ტექნიკით გაალამაზე შენი მაკეტის კედლები და სახურავი.

გამოიყენე სწორი, მრუდი, ტალღოვანი, ზიგზაგი ხაზები, ან მრგვალი, ოთხკუთხა, სამკუთხა და სხვა ფორმები.

მსვლელობა:

სამოტივაციო საუბარი -არქიტექტურის რაობა, რისთვის ვაშენებთ? – რით ვაშენებთ

სამშენებლო მასალების გაცნობა

გავიხსენეთ და ვიმსჯელეთ ზღაპარი- სამი გოჭის შესახებ

პრაქტიკული სამუშაო, კონსტრუირება :

მასალა: ასანთის ღერები ან ხის ჩხირები, პლასტილინი, მუყაოს ნაჭერი სადგამისთვის. თითოეულმა გააკეთა კოშკის კონსტუქცია.

 

საბოლოო შედეგი:

ყოველმა მოსწავლემ გააკეთა სათამაშო მოედანზე განსათავსებელი კონსტრუქციის ერთი მოდელი –სასრიალო, საქანელა, საძრომიალო და სხვა, ასევე შენობის მოდელი შემდეგ ყველა მოსწავლის ნამუშევარი განთავსდა ერთ

დიდ ფორმატზე და აიწყო მხიარული ქალაქი 

 

მე და გარესამყარო

IMG_20260127_125404
IMG_20260203_131022
IMG_20260205_120336
IMG_20260203_131010
IMG_20260127_112735 (1)
IMG_20260127_125353
IMG_20260127_125404 IMG_20260203_131022 IMG_20260205_120336 IMG_20260203_131010 IMG_20260127_112735 (1) IMG_20260127_125353