„მათემატიკური ბოიარდი“
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის კედლები, რომლებიც თავადვე ინახავენ თითქმის საუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობასა და დიდებულ წარსულს, სასწავლო წლის დასასრულს განსაკუთრებული ჟრიამულით გაცოცხლდა. ამ მრავლისმნახველ თაღებს ქვეშ, სადაც ყოველი კენჭი და სვეტი ჩვენი ქალაქის სულს ინახავს, სათავგადასავლო და ინტელექტუალური მარათონი — „მათემატიკური ბოიარდი“ წელს უკვე მესამედ განხორციელდა. მასში მონაწილეობა მე-5, მე-6 და მე-7 კლასელმა მოსწავლეებმა მიიღეს.
დღეს ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი ბრძოლა, სადაც მთავარი იარაღი მახვილი გონება, ლოგიკა , ერთგულება და გუნდური სულისკვეთება იყო. ოთხივე გუნდმა დაამტკიცა, რომ მათთვის შეუძლებელი ბარიერი არ არსებობს. მადლობა თქვენ , ჩვენო ძვირფასო მონაწილეებო, ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის, აზარტისთვის და იმ შემართებისთვის, რომელიც თითოეულ წუთს იგრძნობოდა. ბოიარდის ციხესიმაგრე დღეს კეტავს თავის კარს, თუმცა ის ცოდნა, მეგობრობა და გამოცდილება , რომელიც აქ შეიძინეთ, მუდამ თქვენთან დარჩება. გახსოვდეთ, ცხოვრებაშიც უამრავი ლაბირინთი შეგხვდებათ, მაგრამ მთავარი გასაღები ყოველთვის თქვენს გონებაში , თქვენს გულებსა და თქვენს ერთიანობაშია.

