სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია

პროექტული სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

11/ა – 11/ბ კლასები. საგნის მასწავლებელი – სოფიკო  ფერაძე.

პროექტის ტიპი: კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

პროექტის თემა: ჩემი ქალაქის, რეგიონის, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა და პოპულარიზაცია.

პროექტის მიზანი – მოსწავლემ შეძლოს მშობლიური ქალაქის, სოფლის, რეგიონის როგორც ქართული, ასევე, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა , რაც გულისხმობს არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგის ნიმუშების შესწავლას, აღწერას, ფიქსაციას, სათანადო ინფორმაციის მოძიებას, ნაწარმოების ძირითადი სტილისტური მახასიათებლების ანალიზს შესაბამისი ეპოქის ფონზე. მოძიებული მასალის და ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლემ შეძლოს მშობლიური რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სხვადასხვა ფორმით (ესსე, ბუკლეტი, ფლაერი) წარმოჩენა/წარდგენა და მათი პოპულარიზაცია ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

     მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცვნენ მათი ქალაქის/სოფლის/ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს,  მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ. მოიძიეს მშობლიურ გარემოში მცხოვრები ხელოვანები/ ხალხური რეწვის ოსტატები, შეხვდნენ მათ, გაეცვნენ მათ შემოქმედებას. მოძიებულ ინფორმაციას, მიღებულ ცოდნას და ვიზუალურ მასალას მოუყარეს თავი და გამოიყენებენ კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის, ასევე, პოპულარიზაციის საქმეში და განათავსეს ელექტრონულ დაფა – padlet.com -ზე.

იხილეთ ბმული – https://padlet.com/sofikoperadze/n14-11-11-bkug8bf6upl07ie6

00
IMG_20231124_151425_408
IMG_20231124_145748_225
IMG_20231124_143810_549
IMG_20231124_151243_454
IMG_20231124_150931_416
IMG_20231124_151535_855
IMG_20231130_151301_262
IMG_20231130_150618_165
IMG_20231130_150604_602
IMG_20231130_151915_960 (1)
Screenshot 2024-01-09 012708
Screenshot 2024-01-09 012618
00 IMG_20231124_151425_408 IMG_20231124_145748_225 IMG_20231124_143810_549 IMG_20231124_151243_454 IMG_20231124_150931_416 IMG_20231124_151535_855 IMG_20231130_151301_262 IMG_20231130_150618_165 IMG_20231130_150604_602 IMG_20231130_151915_960 (1) Screenshot 2024-01-09 012708 Screenshot 2024-01-09 012618