ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება – ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთა შორის, ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში ქუთაისის N1, N2, N3, N9, N14 და N31 საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ის ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები გაიხსენეს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებების, ასევე, თანასწორობის იდეისთვის იბრძოდნენ.
ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები სამეულის წევრები გახდნენ. ვულოცავთ სკოლას ამ დიდ წარმატებას. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს!