ქუთაისის მერიის „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა, რომელშიც მონაწილეობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლე დოდო ლაბაძე, ახალგაზრდები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლემა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გააცილეს.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებიდან და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ ამოცანებია: ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა; ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების გამოვლენა და განვითარება; სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ფორმირება; პროექტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად .