ეს ქვეყანა შენია
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდებისათვის, რომლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“ აქტიურად ჩაერთო გამოცხადებულ კონკურსში. კლუბის ინიციატივით 27 ოქტომბერს მოსწავლეებმა მოინახულეს მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარები. ტრანსპორტირებაში და პროდუქტის შენახვაში კი ბავშვებს ავტოქარხნის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი ბატონი გიგა ციბაძე დაეხმარა. აღსანიშნვია რომ ბატონი გიგა მუდმივად გამოირჩევა სკოლის ინიციატივების უპირობო მხარდაჭერით. სკოლა და ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერთო საქველმოქმედო პროექტში, გავხდით ბენეფიციარების ერთი ბედნიერი დღის ავტორები. ამ ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნონა ჩუბინიძეს, რომელიც კლუბის საქმიანობას ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს.
კლუბი“ ჰუმანისტები“ მადლობას უხდიან პროეტის სულისჩამდგმელს და განმახორციელებელს, ბატონ ვალერიანე ვოლჩანსკის, სკოლის დირექტორს, ნონა ჩუბინიძეს, ქუთაისის ავტოქარნის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ბატონ გიგა ციბაძეს, კლასის დამრიგებლებს და ყველა მშობელს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ მირანდა ლაზარიაშვილს და სკოლის საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, თამარ გეგეჭკორს.ჩვენ ისევ ვინახულებთ მათ. „ჩვენც დავბერდებით“.