მოსწავლეებისიახლეებიწარჩინებულები

ელენე მაღლაკელიძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უმაღლესი შეფასებით ჩაირიცხა!

🏆 ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება: ელენე მაღლაკელიძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უმაღლესი შეფასებით ჩაირიცხა!

სიამაყით გიზიარებთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას!

სსიპ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე მაღლაკელიძემ, წარმატებით გაიარა მისაღები გამოცდები და გოგონათა რეიტინგულ სიაში უმაღლესი შეფასებით ჩაირიცხა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.

ელენეს მიერ მიღწეული ეს ბრწყინვალე შედეგი მისი დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობის ნათელი მაგალითია. მთელი სასკოლო საზოგადოება ამაყობს თავისი მოსწავლის ასეთი ღირსეული მიღწევით.

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ულოცავს ელენეს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მას წარმატებებს სწავლის ახალ, საპასუხისმგებლო ეტაპზე! გვჯერა, რომ მას წინ კიდევ ბევრი საამაყო მწვერვალის დაპყრობა ელოდება.