გაერთიანებული ექსკურსია- გაკვეთილი
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მე-7 კლასის მოსწავლეებს გაერთიანებული ექსკურსია- გაკვეთილი ჩაუტარდათ ბიოლოგიაში (მასწავლებლები: ანჟელა ქაჯაია და ქეთევან ენდელაძე). მოსწავლეები გაეცვნენ ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეთა მრავალფეროვნებას. წარმოადგინეს მომზადებული ინფორმაცია დაცული ტერიტორიების და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შესახებ, დაახასიათეს იქ არსებული რელიქტური, ინტროდუცირებული, ენდემური მცენარეები, შეაგროვეს ჩამოცვენილი ფოთლები ჰერბარიუმის დასამზადებლად.
მოსწავლეებმა თვითშემოქმედებაც წარმოადგინეს.
დღემ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.
გაერთიანებული ექსკურსია- გაკვეთილი