აქტიური მოსწავლეების დაჯილდოება
2013-2014 სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში განხორციელდა პროექტი: ,,ვის უნდა ხანგრძლივი სიცოცხლე – Who Wants to Live Forever‘’. პროექტის კოორდინატორები იყვნენ ინგლისური ენის მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი. მათი უშუალო ხელმძღვანელობითა და ჩართულობით პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა როგორც სკოლაში, ასევე თემში, დაამუშავეს მონაცემები, მოამზადეს ორენოვანი ფლაერები ინგლისურ და ქართულ ენებზე და დაარიგეს სკოლის ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობაში. პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები .