სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში
23.01.2015 წ. ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მე3აკლასში, მასწ. ნ. კანდელაკი, დამრიგ. დალი მაღლაკელიძე. გაკვეთილის თემა იყო მუსიკალური მოწყობილებები და დანადგარები. Music Machines. გაკვეთილზე განხორცილდა სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა სიტყვების და სურათების შესაბამისობის დადგენა, აუდიომოსმენა, დამალული სიტყვების ძებნა, სიტყვების განმარტებების და მცნებების შეთავსება, ხმამაღალი კითხვა, კითხვებზე პასუხის გაცემა ტექსტის გაანალიზების მიზნით. მოსწავლეები გაეცვნენ ძველ და თანამედროვე მუსიკალურ დანადგარებს. გაკვეთილის ბოლო აკორდი იყო კარაოკეს ყურება და შემდგომი სიმღერის შესრულება .გაკვეთილს დაესწრნენ ინგლისური ენის მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი. მოსწავლეები აქტიურები იყვენენ და წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს. გაკვეთილზე გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები.