მოდელირების მეთოდი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილზე
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ჩვენი სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები ხშირად იყენებენ მოდელირების მეთოდს.
ამჯერად წარმოგიდგენთ ქიმიის მასწავლებლის ნატალია გურეშიძის გაკვეთილს XI კლასში. ორგანული ნაერთების შესწავლისას ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებს დაეხმარა თვალსაჩინოდ წარმოედგინათ მოლეკულათა სტრუქტურული ფორმულები, უკეთ ჩაწვდომოდნენ იზომერიის მოვლენის არსს. მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში იყო განსაკუთრებულად მაღალი. პროექტის უდიდეს მიღწევად მიმაჩნია, ის რომ
მოსწავლეები, რომლებიც ზოგადად პასიურობენ ქიმიის გაკვეთილებზე, პროექტის განხორციელების დროს მათი აქტიურობა და ინტერესი გაიზარდა, თანამშრომლობისა და ურთიერთგამოცდილების სურვული გაუჩდათ.