კიდევ ერთი წარმატება
ქუთაისის №14 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომლებიც არა მარტო აკადემიური, არამედ სპორტული მიღწევებითაც გამოირჩევიან. ქრისტინე შახკულიანი ერთ ერთი მათგანია. იგი ძალიან შრომისმოყვარეა და ამ შრომამ მას ბევრი სიხარული მოუტანა. ქრისტინემ საერთაშორისო ტურნირებშიც გაითქვა სახელი. წელს მან მონაწილეობა მიიღო მოლდოვისა და ისრაელის საერთაშორისო ტურნირებში გოგონათა ფეხბურთში, სადაც გაიმარჯვა და მედლები დაიმსახურა. თითქოს ეს საკმარისი არ იყო მან ძალები გოგონათა რაგბიშიც მოსინჯა, სადაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ქუთაისის #14 საჯარო სკოლა ამაყობს ქრისტინეს წარმატებებით და მომავალშიც მრავალი მწვერვალის დაპყრობას უსურვებს მას.