დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, ინკლუზიური გარემოს შექმნა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს გამოეხმაურნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N 14 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ თან, მარიამ ბოლქვაძესთან ერთად. მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეორგოლი დაუნის სინდრომის რაობის შესახებ. გაეცნენ პრეზენტაციას ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს”. მოსწავლეებმა გამოხატეს პატივისცემა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და გამოთქვეს მზაობა დაეხმარონ, სიყვარული და სითბო გაუნაწილონ მათ. შემქმეს შესაბამისი პროდუქტი მათი ინიციატივით.