2023-2024 სასწავლო წელი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში სწავლა 2023 წლის 15 სექტემბერს განახლდა. საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის კურსდამთავრებულები, სკოლის დირექტორი, მომავალი პირველკლასელები და სხვა პირები. სკოლის დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა სასკოლო საზოგადოებას და წარმატებები უსურვა მათ. მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლა პირველად თავისი არსებობის მანძილზე სასწავლო წელს ხვდება სრულად ავტორიზებული სკოლის სტატუსით, რაც ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც დირექციასა და მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. სკოლის დირექტორმა 15 სექტემბერს ორ ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი 2021-22 სასწავლი წლის კურდამთავრებულებმა მადლიერების ნიშნად სკოლის ეზოში მაგნოლია დარგეს, რომელიც მუდამ გაგვახსენებს ამ ნიჭიერ თაობას.
მეორე ინიციატივა გახლავთ „მადლობა მოსწავლეს“ რომლის პირველი ნომინანტი გახდა წარმატებული კურსდამთავრებული ლიზი ლელაძე მოსწავლეობის დროს მის მიერ ინიცირებული პროექტები ძალიან შეუწყო ხელის სკოლის პოპულარიზაციას. მეორე ნომინანტი შაკო ლომთაძეა, რომლის შემოქმედების ნაწილია ჩვენი სკოლის ლოგოს გრაფიკული გამოსახულება. ასე რომ ამშვენებს სასკოლო ფორმას. ორივე მათგანს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები წარწერით „მადლობა სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.