სიახლეები

ადგილები, რომლებიც უნდა ნახოთ

კომლექსური დავალება “ადგილები, რომლებიც უნდა ნახოთ”( Places Worth Visiting), საგანი- ინგლისური ენა, მასწავლებელი- ნინო კანდელაკი, დამრიგებელი თინათინ კოხრეიძე.

მე-9ა კლასში განხორცილედა კომპლექსური დავალება , რომლის თემა არის საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილების მიმოხილვა. დავალების მიზანი იყო  მოსწავლეებს  წარედგინათ თავიანთი ქალაქის თუ კუთხეების რეკლამა ისე ,რომ  დაინტერესება გამოეწვიათ უცხოელ სტუმრებში და პოტენციურ ტურისტებში.მოსწავლეებმა თავიანთი პრეფერენციების მიხედვით აღწერეს სვანეთის, ლეჩხუმის, ზედა საზანოს, ქუთაისის, რაჭის, თერჯოლის, კახეთის,მარტვილის ღირშესანიშნავი ადგილები და შექმნეს საბოლოო პროდუქტები- ინსპირაციული ვიდეოები, რომლის მეშვეობით თავს აწონებებენ  უცხოელებს დახვეწილ ინგლისურ ენაზე.   აღსანიშნავია, რომ დავალება აგრეთვე ითვალისწინებდა გრამატიკული კატეგორიის – პირობითი წინადადებების გამოყენებას. მოსწავლეემბა დიდი მზაობა გამოაცხადეს დავალების  შეასრულებისას.როგორც წესი, დავალებას ჰყავდა მდივანი, ამჯერად ბარბარე ჩაკვეტაძე, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ნაშრომების შეგროვებას და მოწოდებას.