იმ დღეს პირველკლასელებს თბილი დილა მიესალმათ და მზე – საოცარი ფენომენი – შემოეგებათ და მიაცილა ფერად-ფერადი ყვავილებით გაფორმებულ სცენამდე, იქ კი უკვე თვალმერცხალა გოგო-ბიჭები ზეიმობდნენ პირველი კლასის დასრულებას. სსიპ ქ.ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის I ა კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე) უწევდა სტუმრებს. მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ღონისძიება პოეტური სახელწოდებით – ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა პატარებისათვის, მაყურებლებისათვის. ლიტერატურულ-მუსიკალურ წარმოდგენაზე ქართული ლიტერატურის საგანძურიდან ამოღებულ ზოგიერთ ნიმუშთან ერთად გოგებაშვილის მოთხრობებიც იქნა გაცოცხლებული, სცენაზე თავად ,,იაკობი’’ შემობრძანდა და ყვავილების ბაღნარში იაც აღმოაჩინა. და იყო კიდევ ერთი რამ – ერთი შეხედვით უჩვეულო, მაგრამ საოცრად ფაქიზი და დახვეწილი – მცირე ნაწილი თავად ნინო ელბაქიძის შემოქმედებისა, სადაც უხვად იყო ლექსად დაღვრილი სითბო და სიყვარული: ,,მე მზის ქვეშეთში დავიბადე,შავ ზღვასთან ახლოს, ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს, მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე! ბერო ლუხუმო,ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ, კვლავ შეგვახსენე,ხევისბერო, ,,ვისი გორისვართ“, ქრისტევ ჯვარცმულო,საქართველოს ნუ გაუჭირვებ, თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს! მე მზის ქვეშეთში დავიბადე,ამ მიწის გულზე, ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს, მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!“ ,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,“ ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს, ენა არს წმინდა ლამპარი, განძი,ძვირფასი არს სიტყვა, ფარია იგი დამცავი, გზა გაიკაფა,განდიდდა. ასომთავრულით დაიწყო ანბანმამოსვლა თავიდან, შემდეგ ნუსხურით, ხუცურით,მხედრულით თავი გაითქვა, გმირულად უძლო ქართულმა სპარსულ-ლათინურ შეტევებს, განავრცო ენა ქართული, ღვთივკურთხეული დგას დღემდე. ენა მადლია, ნიჭია, ეძლევა მხოლოდ რჩეულ ერს, მადლია, მაგრამ ამავ დროს დიდ ტვირთ გვეძლევა რჩეულებს… ,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,“ ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს!’ ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.