მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / ჭიანჭველა და ფუტკარი

ჭიანჭველა და ფუტკარი

2014 წლის 11 აპრილს სსიპ ქ. ქუთაისის №14 საჯარო სკოლის Iა კლასში (კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი ნინო ელბაქიძე) ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე: ი. გოგებაშვილის ,,ჭიანჭველა და ფუტკარი.“
ბავშვებმა ისაუბრეს მწერებზე, ისაუბრეს იმაზე რა საერთო და განსხვავებული ნიშანი აქვს ფუტკარსა და ჭიანჭველას, ააგეს ვენის დიაგრამა, მოაწყვეს დისკუსია, იყო თუ არა მართალი ფუტკარი, შემდეგ მოთხრობა როლებში გაითამაშეს, გამოიცნეს გამოცანებიც, ბავშვებმა შეასრულეს მასწავლებლის მიერ ბუკებში გადმოგზავნილი დავალება, ბოლოს პატარა ფუტკრებად იქცნენ და ითამაშეს.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო მასწავლებლის მიერ PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციები და Powtoon-ში შექმნილი რესურსი.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. მასწავლებელი ზრუნავდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობაზე.