მთავარი / მოსწავლეები / წარმატებული  უფროსკლასელი

წარმატებული  უფროსკლასელი

ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნია ქარაბაკმა ( 11ა კლასი, მასწავლებელი ნინო კანდელაკი,დამრიგებელი სოფიო ცნობილაძე)გაიარა ზამთრის სკოლის  25- საათიანი კურსი” Winter School” , რომელიც  ინიცირებული იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოური ენების დეპარტამენტის და ენების  შემსწავლელი ცენტრის მიერ.  კურსის შესასწავლი მასალა   მოიცავდა შემდეგ თემატიკას: იდეალური დღესასწაულები,იდეალური ქალაქი, იდეალური კარიერა,ა.შ.შემსწავლელები თემებს წარადგენდნენ ელექტრონული პროგრამების მეშვეობით და  პოსტერების და ბროშურების სახით.ვიდეო რგოლების ყურების შემდგომ შესასრულებელი აქტივობებში შედიოდა  გარკვეული გრამატიკული კონტენტის გამოყენებით მოხსენებების მომზადება. მონაწილეები ასევე გაეცვნენ გაცვლითი პროგრამის კონკურსის პირობებს და დაგეგმეს  საზაფხულო სკოლისათვის მზადება.

აღსანიშნავია  ნიას ინგლისური ენისადმი დიდი ინტერესი . იგი      გაწევრიანდა  სამთვიანი სწავლების კურსში  ამერიკულ კუთხეში AMERICAN CORNER. სწავლების კურსი მიზნად ისახავს  ამერიკული კულტურის დანერგვას ჩვენ სოციუმში,ინგლისური ენის გაღრმავებულ შესწავლას სხვადასხვა ტიპის აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა სასაუბრო უნარების გაუმჯობესება, საკომუნიკაციო ინგლისური ენის უნარების გაღრმავება ასევე წერითი საკომუნიკაციო უნარების დაუფლება.  წარმატეტებებს ვუსურვებთ ნიას საინტერესო საქმიანობაში.

 

წარმატებული  უფროსკლასელი

321913936_961035318213787_3745926845462022610_n
321737690_712849943753322_6417456367218517501_n
322678684_922382272547933_8791347672097995585_n
322725657_567018451646810_7415454393843341837_n
321603666_1599195227160389_6331327846711516764_n
321913936_961035318213787_3745926845462022610_n 321737690_712849943753322_6417456367218517501_n 322678684_922382272547933_8791347672097995585_n 322725657_567018451646810_7415454393843341837_n 321603666_1599195227160389_6331327846711516764_n