მთავარი / სიახლეები / წარმატებები გრძელდება

წარმატებები გრძელდება

შეგახსენებთ ჩვენი მე-12ა კლასის მოსწავლის( მასწავლებელი ნინო კანდელაკი,დამრიგებელი სოფიო ცნობილაძე), ნია ქარაბაკის,  მიერ მოპოვებული წარმატების შესახებ  პირველ სემესტრში, როდესაც მან გაიარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოური ენების დეპარტამენტის და ენების  შემსწავლელი ცენტრის მიერ ზამთრის სკოლა  “WINTER SCHOOL” შესასწავლი კურსი  . ამა წლის  ივნისში  ჩატარდა  საზაფხულო  სკოლის  “SUMMER SCHOOL”  კურსი,რომლის მიზანი და მიმართულება იყო პროფესიული სფეროების შესწავლა. კურსის ფარგლებში შემსწავლელებმა ინგლისურ ენაზე  გაიარეს მომზადება შემდეგი სფეროების მიხედვით: 1. ტურისტული ინდუსტრია 2. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჟურნალისტიკა .3 .სამედიცინო სფერო 4. გარემოს დაცვის სფერო  5.იურისპრუდენცია. ჯგუფური მუშაობისას ნიას მიერ გაკეთებული პრეზენტაციებმა მაღალი შეფასება მიიღეს სკოლის კურატორის აწსუს უცხოური ენების დეპარტამენტის პროფესორის ქ-ნ ნათია ზვიადაძის და ამერიკელი თანამშრომლებისგან მხრიდან. კურსი დატვირთული იყო ყოველდღიური პრაქტიკული ვორქშოპებით, რომლებიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და  სასწავლო რესურსების გამოყენებით განხორცილდა  ისეთ ლოკაციებში, როგორებიცაა ისტორიული მუზეუმი, უნივერსიტეტის სამედიცინო  და საინფორმაციო ლაბორატიებში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა.გასვლითი პრაქტიკული ნაწილი უხვად იყო გაზავებული ინგლისურენოვანი მინი -ლექციებით და ტრენინგით დარგობრივი  სპეციფიკური ტერმინოლოგიის შესწავლით და  გამოყენებით. ნიამ უზარმაზარი გამოცდილება მიიღო, როგორც  პროფესიული კარიერული არჩევანის კუთხით ,ასევე ენის სიღრმისეული დაუფლების მხრივ. სამომავლოდ იგეგმება ჩვენი სკოლის ინგლისური კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდეს  მსგავსი ფორმატის ღონისძიება, რომელსაც სათავეში ნია ქარაბაკი ჩაუდგება. ულევი წარმატება ჩვენ კეთილშობილ ნიას.

 

წარმატება გრძელდება

355963247_110696038747547_7525592755626347985_n
356270614_969973184296099_2749067072557341379_n
356179384_674646084487699_642794959462339227_n
356560257_659759576178134_1931168761025072028_n
356369176_195502146808663_1087331034665271338_n
356450992_812532470176942_680280394729313759_n
356166638_991876238831365_7877965774438818578_n
356371259_1604259673416125_5917365452253278740_n
355963247_110696038747547_7525592755626347985_n 356270614_969973184296099_2749067072557341379_n 356179384_674646084487699_642794959462339227_n 356560257_659759576178134_1931168761025072028_n 356369176_195502146808663_1087331034665271338_n 356450992_812532470176942_680280394729313759_n 356166638_991876238831365_7877965774438818578_n 356371259_1604259673416125_5917365452253278740_n