მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / ჩვენ ვიცნობთ ყველა კონტინენტს!

ჩვენ ვიცნობთ ყველა კონტინენტს!

გეოგრაფიის მასწავლებელმა მეგი ბოგვერაძემ შეაჯამა პროექტი: „ჩვენ ვიცნობთ ყველა კონტინენტს“. პროექტი მე-8/ა კლასში (დამრიგებელი ნინო სტურუა) განხორციელდა. იგი გრძელვადიანი იყო და რამდენიმე კვირას მოიცავდა. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და საკითხები გადაინაწილეს ინტერესთა სფეროების მიხედვით. ჯგუფებს მიცემული ჰქონდათ დავალება მოეძებნათ ინფორმაციები ამა თუ იმ კონტინენტის შესახებ და რაც შეიძლება ამომწურავად წარმოედგინათ ისინი. განსაკუთრებულად ინტერესი გამოიწვია დავალებებმა, რადგან მათ მუშაობის პროცესში ბევრი ახალი და უცნაური ფაქტი გაიგეს. შემაჯამებელი გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო. ყველა ჯგუფს წარმოდგენილი ჰქონდა ამომწურავი მასალა. ისინი ცდილობდნენ ვიზუალურადაც მრავალფეროვნად წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები, ამიტომ გარდა რუკასთან ინფორმაციების მოსმენისა დამსწრე საზოგადოებამ იხილა მოსწავლეების მიერ მომზადებული Powerpoint-ის პრეზენტაციები, რომლებიც გამდიდრებული იყო კონკრეტული კონტინენტის ღირშესანიშნაობებითა და გეოგრაფიული ობიექტების ფოტოებით. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი შეჯამება გამოვიდა. ყველა ჯგუფის ნამუშევარი დატვირთული იყო როგორც შინაარსობრივად და ფაქტობრივი მასალებით, ასევე საინტერესო და მათთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით. გუნდების პრეზენტაციების შემდეგ ბავშვებს მიეცათ ჯგუფური მუშაობა, სადაც მათ დაურიგდათ წინასწარ გამზადებული კონტურული რუკები. მათი დავალება იყო დაეტანათ რუკებზე გეოგრაფიული ობიექტები. დავალებას ყველა გუნდმა გაართვა თავი. გაკვეთილი იყო მეტად საინტერესო. ბავშვებმა ბევრი ინფორმაცია გაიგეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მათ დიდხანს დაამახსოვრდებათ ამ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციები და შთაბეჭდილებები.

სკოლა მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებელს, მეგი ბოგვერაძეს, ასეთი საინტერესო აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებისათვის!