მთავარი / მოსწავლეები / ჩვენი სკოლის მედალოსნების დაჯილდოება

ჩვენი სკოლის მედალოსნების დაჯილდოება

2014 წლის 30 იანვარს, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ქალაქის მერმა, ბატონმა შოთა მურღულიამ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 2014 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე და 2013-14 სასწავლო წლის XII ა კლასის დამრიგებელი ნანა სვანიძე. ჩვენი სკოლიდან ოქროს მედლით დაჯილდოვდა XIIა კლასის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ნიკოლაევი, ხოლო ვერცხლის მედალი გადაეცა XIIბ კლასის კურდამთავრებულ ციური კაჭახიძეს.

სკოლა ულოცავს მათ ამ დამსახურებულ ჯილდოს და მომავალშიც წარემატებებს უსურვებს მათ!