შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
1 დეკემბერს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობას ისახავდა მიზნად გაკვეთილი ბიოლოგიაში მე-9ბ კლასში (დამრიგებელი ლია იმედაძე). მასწავლებელმა ქეთევან ენდელაძემ ისაუბრა შიდსის გამომწვევის, გავრცელების, ეპიდემიოლოგიის, კლინიკური ნიშნების და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელთა ცოდნა აუცილებელია. გაიმართა დისკუსია თემაზე. პასუხი გაეცა ბევრ მათთვის საინტერესო კითხვას. მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისათვის. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ჯანმრთელობის საწინდარია.