მთავარი / მოსწავლეები / ფონდ „მეობის“ აქცია ჩვენი მოსწავლეებისათვის

ფონდ „მეობის“ აქცია ჩვენი მოსწავლეებისათვის

საქველმოქმედო ფონდმა „მეობამ“ მორიგი აქცია სკოლის მოსწავლეებისათვის გამართა. აქცია სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. დასახმარებლად ქუთაისის ყველა საჯარო სკოლიდან 77 მოსწავლე შეირჩა, რომელთაც სასკოლო საკანცელარიო ნივთების პაკეტი და ატრაქციონებზე გართობის ბილეთები გადასცეს. მოსწავლეებს საჩუქრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გაბაშვილის სახელობის პარკში დაურიგა.
აქციაში მონაწილეობდა და საჩუქრები გადაეცათ სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის ორ მოსწავლესაც.
სკოლა დიდ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ “მეობას” და ქუთიაისს მერს ბატონ შოთა მურღულიას.