მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / ფიზიკა უსასრულოა, როგორც სამყარო…

ფიზიკა უსასრულოა, როგორც სამყარო…

2014 წლის 25 დეკემბერს ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებელმა ნანა სვანიძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა“. ეს იყო არა მხოლოდ არათანაბარი მოძრაობის ან მრუდწირული მოძრაობის გამეორება-განმტკიცება, არამედ ეს იყო „მოგზაურობა“ ფიზიკის საოცრებათა სამყაროში. ამ თემის ირგვლივ პედაგოგის ინიციატივით ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწერა პროექტი „ფიზიკა უსასრულოა, როგორც სამყარო“ და თვეზე მეტი დრო მეცხრე კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ საპროექტო თემატიკაზე. დღეს კი თავისი ნამუშევრების პრეზენტაცია მოახდინეს. მართლაც, დიდი შრომა იყო ჩადებული პროექტში. მოსწავლეებს ჰქონდათ პრეზენტაციები როგორც ფორმატზე საინტერესოდ გაფორმებული, ასევე უმეტესობამ  PPP-აში გაკეთებული სლაიდები წარმოადგინა. ნანა მასწავლებელმა კი ყველა გვამოგზაურა ფიზიკის სამყაროში. აქ იყო ფიზიკაც და ლირიკაც, რადგან ეს ორი ცნება ნანა მასწავლებლისთვის განუყოფელია…

დიახ, სწორედ ასე შეიძლება მოსწავლეს გაუჩინო შინაგანი მოტივაცია და დააინტერესო ისეთი რთული მეცნიერებით როგორიც ფიზიკაა. თვალშისაცემი იყო მოსწავლეთა დაინტერესება და ის უდიდესი შრომა, რაც მათ ჩადეს თითოეული პრეზენტაციის მომზადებაში. იდგნენ ბავშვები და უმარტივესი ენით გვიყვებოდნენ სამყაროს  შესახებ, პლანეტების შესახებ. მათი ფორმის, წონის, და სხვა მახასიათებლების შესახებ. უმარტივესი ენით გვიხსნიდნენ სამყაროს კანონზომიერებებს. დარწმუნებული ვარ მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ გაკვეთილის თემატიკა და პირიქით ეს გაკვეთილი იქნება საწინდარი მომავალი მათი წარმატებებისა. აღსანი ავია ის ფაქტიც, რომ პროექტის მომზადებაში მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორის როლით შემოიფარგლა და მოსწავლეებს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდათ როგორც პრეზენტაციის ფორმის შერჩევისას, ასევე იმ კონკრეტული ინფორმაციის შერჩევისას, თუ რა ინფორმაციას გამოარჩევდნენ ისინი და შეარჩევდნენ სლაიდებსა თუ ფორმატებზე დასატანად. ისინი ამ პროექტით საგნის ცოდნასთან ერთად დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებსაც იუნჯობესებდნენ.

მადლობა პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს შექება!

სკოლა ასევე გულწრფელ მადლობას უხდის ქალბატონ ნანა სვანიძეს, ამ დაუღალავ ადამიანს, ასეთი საინტერესო პროექტისა და მოსწავლეთა ამგვარი დაინტერესებისათვის.