მთავარი / პროექტები / სსსმ მოსწავლეების მილოცვა დედებს

სსსმ მოსწავლეების მილოცვა დედებს

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის, მაია გელაშვილის ინიციატივით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, ბავშვები დიდი ხალისითა და რუდუნებით მუშაობდნენ თითოეულ ბარათზე. მათ თანაკლასელებიც ეხმარებოდნენ. საოცარი იყო ის დამოკიდებულება, რასაც თითოეული მოსწავლე იჩენდა დედისათვის მისალოცი ბარათების შექმნისას. ბარათები გააფორმეს ნახატებითა და ორნამენტებით, ფერადი ასოებით ჩაწერეს საკუთარი სურვილები და ორიგინალური ფორმა მისცეს ბარათებს. მათ თავიანთი ნამუშევრები დიდი სითბოთი და სიყვარულით მიუძღვნეს დედებს.  გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.