მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში

სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში

2014 წლის 8 დეკემბერს მე-8 ბ კლასში (დამრიგებელი ტ. ზაქრაძე) ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში,ანჟელა ქაჯაიას ხელმძღვანელობით.

გაკვეთილის თემა იყო „სისხლი, პირველადი დახმარება სისხლდენის დროს“.

კლასი გაყოფილი იყო სამ გუნდად, თითოეულ გუნდს ჰყავდა დაზარალებული. მოსწავლეებმა ნასწავლი თეორიული მასალისა და სამედიცინო ინვენტარის გამოყენებით სიმულაციურ თამაშში შეძლეს პირველადი დახმარების აღმოჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანისათვის.

I  გუნდის დაზარალებულს ჰქონდა: არტერიული, ვენური, კაპილარული სისხლდენა.

II გუნდის დაზარალებულს ჰქონდა: შინაგანი სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან და კისრის მიდამოდან.

III  გუნდის დაზარალებულს კი იდაყვის ძვლის ღია და დახურული მოტეხილობა.

პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუნდებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემაზე შევსებული ცხრილი, იხილეს სლაიდები და ვიდეორგოლი. გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად სწორად დაეხმარნენ დაზარალებულებს. დიკუსიაში საკუთარი აზრი დააფიქსირეს მოწვეულმა მასწავლებლებმა.