გაკვეთილებისიახლეებისკოლა

პროექტი – გაკვეთილი ინგლისურ ენაში

2015 წ-ის  17  თებერვალს  5  კლასში  გაიმართა  პროექტის  პრეზენტაცია  თემაზე: ,,გასაოცარი  ცვლილებები – Amazing  Changes“ .პედაგოგი :  ლელა  იმნაიშვილი.

მიუხედავად  იმისა , რომ  აღნიშნული  კლასის  მოსწავლეებმა  თავიანთი  პროექტების  პრეზენტაცია   პირველად  განახორციელეს  დამსწრე  საზოგედოების  წინაშე, უნდა აღინიშნოს ,  რომ  მათ  ეს  ძალიან  კარგად  გამოუვიდათ.

მოსწავლეებმა  ჯგუფების  მიხედვით  იმუშავეს  და  პრეზენტაციები  წარმოადგინეს  როგორც  პოსტერების  ასევე  ვიდეო  რგოლებისა  და  პაუერ  პოინტის  ფორმით.  გაკვეთილზევე  განხორციელდა  2  პრაქტიკული  აქტივობა : ფერადი  ქაღალდებისაგან  პეპლების  დამზადება  და  ქსოვა (თემატიკიდან  გამომდინარე).

მოსწავლეთა  ერთმა  ჯგუფმა  საკუთარ  ექსპერიმენტზე  დაკვირვებით  ვიდეო  ფირზე  აღწერა  თესლისგან  მცენარის  აღმოცენებისა  და  მისი  განვითარების   პროცესი  და  წარმოუდგინა  საზოგადოებას.