მთავარი / სიახლეები / კონფერენციები / მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია

მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია

უცხოური ენების, კერძოდ,ინგლისური ენის, საგნობრივმა ჯგუფმა, (მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი, აზა გაზდელიანი, ლია იმედაძე, ნინო კანდელაკი)  მოაწყო მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო დისკრიმინაციის და ბულინგის თემას. კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები მოცემულ თემაზე პოსტერების, სლიადშოუების და საინფორმაციო ბუკლეტების ფორმით. კონფერენციამ იმუშავა შემდეგ საკითხებზე-

  1. ბულინგის გამოვლენის შემთხვევები სასკოლო საზოგადოებაში,
  2. რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია
  3. მაწანწალა ძაღლების მიმართ ცრურწმენები და მათ მიმართ ძალადობა.

მოსწავლეებმა გაამრავალფეროვნეს საკუთარი პრეზენტაციები სახალისო აქტივობებით, რომელშიც ჩართეს დამსწრე აუდიტორია.    კონფერენციას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსწავლეებმა კონფერენციის ორგანიზატორებისგან მიიღეს რეკომენდაციები და მითითებები .მოსწავლეებმა საკუთარი პრეზენტაციები გაამდიდრეს ფერადი პოსტერებით და სლაიდშოუებით (POWER POINT).აღსანიშნავია, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 8-ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებულმა აქტივობა-თამაშმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე აუდიტორია. ღონისძოებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ 9-ა კლასის მოსწავლეები . პრეზენტაციის შემდეგ მოხდა ნაშრომების შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ შეფასების ფურცლები, რომლებშიც მათ დაუწერეს ქულები თითოეულ თემას და გამოავლინეს გამარჯვებული თემა Bullying to Dogs 8ა კლასი ,ასევე მაღალი შეფასება მიიღო მე-11 კლასის მოსწავლეების ნია ქარაბაკის, მარიამ ბობოხიძის და ლიზი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილმა თემებმა.

აღსანიშნავია მე-10ა კლასის მოსწავლის  გიორგი მიხელიძის პრეზენტაციის ბრწყინვალე უნარი.  კონფერენციას დაესწრო სკოლის დირექტორი ქ. ნონა ჩუბინიძე , სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ბ-ნ. ვალერი ვოლჩანსკი და ინგლისური ენის მასწავლებლები.

შეფასების ფურცლის შინაარსი:

შეფასების ფურცელში  მხოლოდ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები აფასებდნენ ერთმანეთს.შეფასება ხდება 5-ქულიანი სისტემით.შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმით:

  1. თემის აქტუალობა 
  2. რეზენტაციის უნარი ,ვიზუალური მხარე
  3. წარდგენის ეფექტურობა ,აუდიტორიის ჩართულობა 

პრეზენტაციების წარდგენა იყო კონფერენციის პირველი ეტაპი.მეორე ეტაპს წარმოადგენდა ქულების დათვლა და შედეგების გამოვლენა.მესამე, ფინალურ ეტაპზე, მოვახდინეთ მონაწილეების დაჯილდოება სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით.

მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია

315522106_436677028621015_3909054462165561982_n
310586776_650132799930432_5896534377579406964_n
311129694_498458532302627_9014094978786453692_n
312452889_687438149609241_489614611005253927_n
310696014_3318235878431453_1604978490890427581_n
310924688_841439937115195_2567823350929713736_n
312735376_3175213426065031_6891001748486524808_n
313120246_5494026640666394_594945158603264553_n
313746525_1113947353336810_8638380507260984915_n
314540903_2991303797836053_3237770630607023096_n
314715341_516518256780531_6138157995239974498_n
314595744_498257505388736_2603674121518245694_n
315218851_537571901041350_3978394413771287444_n
310570826_527971558890994_5547258761898705802_n
310108465_1495299657641883_3478507936172950503_n
310245439_862670965174228_7068754454759836310_n
310296343_643507494123367_1281957613856638987_n
307995376_489585266479301_5108653002079854237_n
315522106_436677028621015_3909054462165561982_n 310586776_650132799930432_5896534377579406964_n 311129694_498458532302627_9014094978786453692_n 312452889_687438149609241_489614611005253927_n 310696014_3318235878431453_1604978490890427581_n 310924688_841439937115195_2567823350929713736_n 312735376_3175213426065031_6891001748486524808_n 313120246_5494026640666394_594945158603264553_n 313746525_1113947353336810_8638380507260984915_n 314540903_2991303797836053_3237770630607023096_n 314715341_516518256780531_6138157995239974498_n 314595744_498257505388736_2603674121518245694_n 315218851_537571901041350_3978394413771287444_n 310570826_527971558890994_5547258761898705802_n 310108465_1495299657641883_3478507936172950503_n 310245439_862670965174228_7068754454759836310_n 310296343_643507494123367_1281957613856638987_n 307995376_489585266479301_5108653002079854237_n