მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / კომპლექსური დავალება

კომპლექსური დავალება

და მორიგი კომპლექსური დავალებაა თქვენს წინაშე. ამჯერად ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემოგთავაზებთ. საკითხი: საოცარი (წერილის მიწერა პერსონაჟისთვის (საკომუნიკაციო მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით); თემა – სასწაული (სწავლა-სიახლის ძიება); დავალება – განსაკუთრებული (მისწერე სიტყვის კაცს წერილი); უფრო კონკრეტულად – წერილში გამოკვეთე, რა მიზნით სწერ წერილს (მაგ., პატივისცემის, შთაბეჭდილების გამოხატვის, კითხვების დასმის სურვილი); ✓ წარუდგინე შენი თავი და წარმოაჩინე, რატომ არის ის შენთვის გამორჩეული; მისი რომელი თვისება მოგწონს ყველაზე მეტად; რაზე დაგაფიქრა. ➢ დაიცავი წერილის აგებულება (მისალმება, ძირითადი ნაწილი, დამშვიდობება, ხელმოწერა); ➢ დასვი სასვენი ნიშნები; ➢ მკითხველის თვალით წაიკითხე პირველადი ვარიანტი და გააუმჯობესე ის კრიტერიუმების საფუძველზე, შემდეგ − გადაწერე და გააფორმე. პრეზენტირების პროცესი იყო სასწაული. შეგიძლიათ იხილოთ ნამუშევრები მერცხლების 2ა კლასში.