მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“

კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“

კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“

ქუთაისის #14 სკოლის 1ა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“, რაც გულისხმობდა შემდეგს: რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტუნები არიან, ისინი ისე გახლავთ დაპროგრამებულნი, რომ როცა მასში ჩააგდებ რამოდენიმე ბურთს 1-დან ათამდე, იგი უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს, ხოლო ბოტი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ მასში ერთიდან ათამდე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთს. შენი დავალებაა: გაარკვიო, როგორ ანგარიშობს რობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას თითოეული შემთხვევისთვის, შექმნა ჭკვიანი სათამაშო და აღწერო მისი მოქმედების წესები. პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

  • რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად (მ.წ.1);
  • როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? (მ.წ.2).

დავალება ემსახურებოდა შემდეგის დამკვიდრებას მოსწავლეთა აზროვნებაში:

  1. მ. წ.1. არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
  2. მ.წ.2. რიცხვების შეკრება-გამოკლების რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის; (მ.წ.1)
  • შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და გაანალიზება, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.(მ.წ.2)

ამისთვის მათ შეისწავლეს შემდეგი საკითხები:

  • გამოკლება;
  • რამდენით მეტია?
  • რამდენით ნაკლებია?
  • 5-მდე შევსება;
  • 10-მდე შევსება.

საკვანძო შეკითხვა გახლდათ: როგორ არის შესაძლებელი არითმეტიკული მოქმედებების ცოდნით მოდელზე მუშაობა? (სათამაშო რობოტის შექმნა)

პატარებმა აღნიშნულს კარგად გაართვეს თავი. 1 კვირის მანძილზე მუშაობდნენ, საბოლოოდ შექმნეს პროდუქტი, გაასიტყვეს – ერთმანეთს გაუზიარეს კეთების პროცესი და შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ნამუშევარი.

 

კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“

thumbnail_319532913_463129359349079_6614805448562154711_n
thumbnail_319942515_1107375079968761_7140362719652958782_n
thumbnail_319704203_1532995360532342_1325420463427679460_n
thumbnail_319779037_478817760978414_7482382840084078202_n
319533158_606905264189652_7400954094803416694_n
thumbnail_319060829_1193747958013729_8820704415712499489_n
319498002_485640846991895_4377068894371166547_n
thumbnail_319854683_1376056803165191_1898491656307584367_n
319202784_539698931367677_8253715424784065184_n
thumbnail_319532913_463129359349079_6614805448562154711_n thumbnail_319942515_1107375079968761_7140362719652958782_n thumbnail_319704203_1532995360532342_1325420463427679460_n thumbnail_319779037_478817760978414_7482382840084078202_n 319533158_606905264189652_7400954094803416694_n thumbnail_319060829_1193747958013729_8820704415712499489_n 319498002_485640846991895_4377068894371166547_n thumbnail_319854683_1376056803165191_1898491656307584367_n 319202784_539698931367677_8253715424784065184_n