მთავარი / პროექტები / ინგლისური ენის კლუბი ჩვენს სკოლაში

ინგლისური ენის კლუბი ჩვენს სკოლაში

ჩვენს სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა English Club. კლუბი იმუშავებს ორი მიმართულებით: შეასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას და დაეხმარება მოსწავლეებს დრამატული წრის ჩამოყალიბებაში. კლუბის საქმიანობას სათავეში ჩაუდგნენ ინგლისური ენის მასწავლებლები ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი.თავდაპირველად მოსწავლეებს გაეცნო ინფორმაცია აღნიშნული კლუბის მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.  მათ შეთავაზეს მოსწავლეებს დაეწერათ სამოტივაციო წერილები, თუ რატომ უნდოდათ ამ კლუბის წევრობა. გადაირჩა წერილები და ამის შემდეგ მოსწავლეები გაერთიანდნენ კლუბში. ბავშვებს საინტერესო მოლოდინები აღმოაჩნდათ. სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს კლუბს საქმიანობაში და ყოველგვარ დახმარებას პირდება მათ!