მთავარი / პროექტები / ინგლისური ენის კლუბის აქტივობა

ინგლისური ენის კლუბის აქტივობა

2015 წლის 6 მარტს ინგლისური ენის კლუბმა (ხელმძღვანელები ნინო კანდელაკი და ლელა იმნაიშვილი) მიულოცა თავიანთ დედებს დედათა და ქალთა დღე. მათ ინგლისურ ენაზე გვიამბეს ქალთა დღის ისტორია და წარმოადგინეს ლექსები, რომლებითაც გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული დედების და ბებიების მიმართ. კლუბის წევრებმა აგრეთვე შეასრულეს ხალხური ცეკვები. ბავშვებმა შეასრულეს აჭარული, აფხაზური და რაჭული ცეკვები. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო მუსიკალური ბარათი POWER POINT ის მეშვეობით. ვიდეო ასახავდა მოსწავლეებს თავიანთი დედებთან ერთად. აქტივობას დაესწრნენ კლუბის წევრების მშობლები.ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ საკუთარი შვილების ინგლისურენოვან მოლოცვებს და მადლიერებით მოიხსენიეს კლუბის საქმიანობაში მათი შვილების აქტიური ჩართულობა.