მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / ვინ უკეთ იცის პოლიტიკური რუკა

ვინ უკეთ იცის პოლიტიკური რუკა

2016 წლის თებერვალში 10ა კლასში (გეოგრაფიის მასწავლებელი ლალი ჭიქაბერიძე, დამრიგებელი ნინო ჭოლოკავა) ჩატარდა აქტივობა „ვინ უფრო კარგად იცის პოლიტიკური რუკა’’. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, დაურიგდათ  დაჭრილი კონტინენტების პოლიტიკური რუკა და მიეცათ დავალება აეწყოთ რუკა. აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. იყო კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და საბოლოდ ყველა ჯგუფმა შეძლო პოლიტიკური რუკის აწყობა. ის ვინც ყველაზე სწრაფად მოახერხა ეს შეფასდა მაღალი ქულებით. აქტივობა ხელს უწობს მოსწავლეების დაინტერესებსა და მათში შინაგანი მოტივაციის ამაღლებას. ასევე კარგად გამოჩნდა, ვის უკეთ შეუძლია კონკურენტულ გარემოში სწრაფი და რელევანტური გადაწყვეტილებებბის მიღება.