მთავარი / ექსკურსიები / ექსკურსია გელათსა და მოწამეთაში

ექსკურსია გელათსა და მოწამეთაში

ეროვნული ღირსების, წინაპართა მიმართ პატივისცემის გაღვივების მიზნით მე-14 საჯარო სკოლის მე-9 ა კლასის მოსწავლეები 26 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე გელათსა და მოწამეთაში კლასის ხელმძღვანელ ლალი ჭიქაბერიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ელისო ბაქრეზესთან ერთად.
მონასტრისა და მისი შემოგარენის, აკადემიის, ქსენონის ნანგრევების დათვალიერების და სახელოვან წინაპართა საფლავების მონახულობის შემდეგ მოსწავლეებმა წინასწარი მოძიებული ინფომაციით ისაუბრეს გელათისა და მოწამეთას ისტორიისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.დავით აღმაშენებლის საფლავთან მოისმინეს დ. მღვდელაძის მიერ მომზადებული ნაწყვეტი ,,უკანასკნელი ომი” (კ.გამსახურდიას რომანიდან ,,დავით აღმაშენებელი”) მოსწავლეებმა სცადეს ამოეკითხათ საფლავის წარწერა, შემდეგ შეადარეს არსენ იყალთოელის უკვე შესწავლი ეპიტაფიას, გაიხსენეს თქმულებები დავით აღმაშენებლის შესახებ.
გეოგრაფიის მასწავლებელი, ლალი ჭიქაბერიძე , ესაუბრა მოსწავლეებს ,,საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ მე-9 მე-12 საუკუნეებში”.
შემეცნებითი პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ბუნების წიაღში იმხიარულეს და შთაბეჭდილებით აღსავსენი მშვიდობიანად დაუბრუნდნენ ოჯახებს.