მთავარი / სიახლეები / კონფერენციები / დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში

დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში

22 აპრილს აღინიშნება დედამიწის დღე.ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ინგლისური ენის კათედრამ მოაწყო მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო გარემოს დაცვას. ეს აქტივობა განხორციელდა სასკოლო პროექტის SAVE THE WORLD ( გადავარჩინოთ სამყარო) ფარგლებში, რომელიც დაიგეგმა გასული წლის გაზაფხულზე .კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 7-10 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გარემოს სუფთად დაცვა, წყლის და ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები . კონფერენციას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსწავლეებმა კონფერენციის ორგანიზატორებისგან, ლელა იმნაიშვილისგან და ნინო კანდელაკისგან რეკომენდაციები და მითითებები მიიღეს.მოსწავლეებმა საკუთარი პრეზენტაციები გაამდიდრეს ფერადი პოსტერებით და სლაიდშოუებით (POWER POINT).აღსანიშნავია, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მე-71 კლასის მოსწავლეების მიერ ქრისტინე ერისთავის და მარიამ ნემსაძის მიერ განხორციელებული აქტივობა-თამაში, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე აუდიტორია. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მე-71,მე-82, მე-91, მე -92 კლასების მოსწავლეები.პრეზენტაციის შემდეგ მოხდა ნაშრომების შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. მონაწილე მოსწავლეებმა დაუწერეს ქულები თითოეულ თემას და გამოავლინეს გამარჯვებული თემა SAVE THE ENVIRONMENT მ.ნემსაძე, ქ.ერისთავი მე-71 კლ.( დამრ. ნ.სტურუა, მასწ. ნ.კანდელაკი).ასევე მაღალი შეფასება მიიღო მე-82 კლასის მოსწავლეების ანა ყიფიანის და ბაქარ ოქროპილაშვილის მიერ წარმოდგენილმა თემებმა. კონფერენციას დაესწრო სკოლის დირექტორი ქ. ნონა ჩუბინიძე და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ-ნ. ჯული ჩუმბაძე და ინგლისური ენის მასწავლებლები.