მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “

გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “

კომპლექსური დავალება- გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “

ქუთაიის #14 სკოლის 1კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტები „რობი და ბოტი“, რაც გულისხმობდა შემდეგს: რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტები არიან, ისინი ისე გახლავთ დაპროგრამებულნი, რომ როცა მასში ჩააგდებ რამოდენიმე ბურთს 1-დან 10-მდე, ის უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს, ხოლო თუ მერე იმგვარადა დაპროგრამებული, რომ მასში 1-დან 10-მდე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთს. შენი დავალებაა: გააარკვიო, როგორ ანგარიშობსრობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას თითოეული შემთხვევისთვის, შექმნა ჭკვიანი რობოტი და აღწერო მისი მოქმედების წესები. პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

  • რა ოპეაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად (მ.წ.1);
  • როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? (მ.წ.2)

დავალება ემსახურებოდა შემდეგის დამკვიდრებას მოსწავლეთა აზროვნებაში:

  • მ.წ.1. არითმეტიკული მოქმედეები (მიმატება, გამოკლება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
  • მ.წ.2. რიცხვების შეკრება-გამოკლების რამოდენიმე სტრატეგია არსებობს: შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის; (მ.წ.1)
  • შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და გაანალიზება, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე. (მ.წ.2)

ამისთვის მათ შეისწავლეს შემდეგი საკითხები:

  • გამოკლება;
  • რამდენით მეტია?
  • რამდენით ნაკლებია?
  • 5-მდე შევსება;
  • 10-მდე შევსება.

საკვანძო შეკითხვა გახლდათ: როგორ არის შესაძლებელი არითმეტიკული მოქმედებების ცოდნით მოდელზე მუშაობა? (სათამაშო რობოტის შექმნა).

პატარებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებას. 1 კვირის მანძილზე მუშაობბდნენ, საბოლოოდ შექმნეს პროდუქტი, გაასიტყვეს- ერთმანეთს გაუზიარეს მუშაობის პროცესი და შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ნამუშევარი.

 

გონიერი რობოტები „ რობი და ბოტი “

321490308_687293419600870_4094740046397644650_n
321972683_672028134704464_1613642726509169314_n
322537769_717226803291486_1658747666405098854_n
320308187_726012688857069_7086187241870594117_n
322575329_1222772795334435_6535678633326871138_n
321075676_1219819471959222_4493151952873165683_n
321215664_1125807371394578_478484685836418819_n
321615866_878435853604460_8688328202916632589_n
321490308_687293419600870_4094740046397644650_n 321972683_672028134704464_1613642726509169314_n 322537769_717226803291486_1658747666405098854_n 320308187_726012688857069_7086187241870594117_n 322575329_1222772795334435_6535678633326871138_n 321075676_1219819471959222_4493151952873165683_n 321215664_1125807371394578_478484685836418819_n 321615866_878435853604460_8688328202916632589_n