მთავარი / მოსწავლეები / გზა დაგელოცოთ

გზა დაგელოცოთ

2014 წლის 11 ივნისს ქუთაისის #14 საჯარო სკოლოს მე-4ბ კლასში (კლ ხელმძღვანელი ხათუნა გვიშიანი) ჩატარდა  გამოსაშვები ღონისძიება თემაზე :

„როცა ერთად ვიქნებით

ყველა კუთხის შვილები

მხოლოდ მაშინ დაინთება

გამარჯვების სანთლები“

ბავშვები თავიანთი ლექსებითა და სიმღერებით მოეფინენ ნაწილებად დაყოფილ და დანაწევრებულ საქართველოს და მოუწოდეს ყველა კუთხის შვილებს გაერთიანებისკენ, გამთლიანებისკენ. შესთხოვეს ღმერთს, რომ მალე დამდგარიყოს ის დღე, როცა ყველა ერთად დავანთებთ გამარჯვების სანთელს.

ეს ღონისძიება იყო შემაჯამებელი ღონისძიება, რითაც მე-4ბ კლასის მასწავლებელმა ქალბატონმა ხათუნა გვიშიანმა გააცილა თავისი აღზრდილები და გზა დაულოცა მათ.