მთავარი / მოსწავლეები / გაზაფხულის თარიღები

გაზაფხულის თარიღები

უცხოური ენების  საგნობრივმა  ჯგუფმა გაზაფხულის დღესასწაულები და მათი აღნიშვნის ტრადიციები და წესჩვეულებები მიმოიხილეს სასკოლო პროექტში სახელწოდებით “გაზაფხულის თარიღები”  “SPRING DATES”.მოსწავლეებმა წარადგინეს  დედათა და ქალთა დღის თემატიკის ინგლისური, გერმანული  და რუსულენოვანი ლექსები და სიმღერები.მათ მოყვეს , თუ რა ტრადიციები არსებობს დედის დღისადმი მიძღვნილი და წარადგინეს დედებთან ერთად დამზადებული ვიდეოკოლაჟი. მომდევნო თარიღი, რომელზეც ისაუბრეს და ხატოვნად წარადგინეს იყო დედამიწის დღე. ამ ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს გლობალურ საფრთხეებზე და წაიკითხეს შესაბამისი თემატიკის ლექსები. ასევე შეასრულეს ლუი არმსტრონგის  ცნობილი სიმღერა “რა მშვენიერია ეს სამყარო” “WHAT A WONDERFUL WORLD”.   პროექტის მონაწილეებმა ლამაზად წარადგინეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის , აღდგომის, შინაარსი და შეასრულეს  სააღდგომო ლექსები და სიმღერები  ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე. გაზაფხულის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, დიდი ბრიტანელი მწერლის, პოეტის და დრამატურგის, უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღი შეგვახსენეს  მუსიკალური კომპოზიციით და შექსპირის სონეტების შესრულებით. სასკოლო პროექტში ჩაერთო როგორც სამივე საფეხურის მოსწავლეები, ასევე ინგლისური კლუბის წევრები.

გაზაფხულის თარიღები

dade
da
dddd
dd
ddade
ddd
polo
polocpg
pp
put
pp[[tt
sonnet
spect
viol
teach
spr
violinpg
yes
yyeess
dade da dddd dd ddade ddd polo polocpg pp put pp[[tt sonnet spect viol teach spr violinpg yes yyeess