მთავარი / სიახლეები / ახალი წელი 1ა კლასში

ახალი წელი 1ა კლასში

ულამაზესი დღე იყო მაია ონიანის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისათვის 2014 წლის 26 დეკემბერი. ბავშვები საახალწლო განწყობით მოვიდნენ სკოლაში და საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. იყო სიმღერა, ცეკვა და მხიარული განწყობა. ბავშვებს სტუმრობდნენ ნიღბების თეატრის მსახიობები და კიდევ უფრო გაალამაზეს დღე. ზღაპრის გმირები, პეპი, კარლსონი მიკი და მიმი, წინა წლის სიმბოლო ცხენი და ახალი წლის სიმბოლო ცხვარი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსწავლეთა გამხიარულებაში. საღამო დააგვირგვინა თოვლის ბაბუამ, რომელმაც საახალწლოდ ტკბილეული დაურიგა პატარებს. ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ის განწყობა, რომელიც იმ დღეს ჰქონდათ.

სკოლა მადლობას უხდის პატარებს ულამაზესი წუთების ჩუქებისათვის, მათ მშობლებს, რადგან მათი თანადგომის გარეშე ბევრი დეტალი დააკლდებოდა ზეიმს და მათ დამრიგებელს, ქალბატონ მაია ონიანს, რომელიც დაუღალავად შრომობს თავისი პატარების როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლებისთვის.