მთავარი / სიახლეები / გაკვეთილები / არაჩვეულებრივი გაკვეთილი უბისაში

არაჩვეულებრივი გაკვეთილი უბისაში


2014 წლის 21 ნოემბერს მე-10ბ კლასში (დამრიგებელი ნანა სვანიძე) ჩატარდა გასვლითი ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში. პედაგოგების ხათუნა სვანიშვილისა და თინა კონსტანტინოვას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გააცოცხლეს VIII-IX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ვითარება. გაკვთილი მიეძღვნა გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას.” ბავშვებმა მიმოიხილეს ეპოქა, რომლის ფონზეც იშლება ნაწარმოებში წმინდა მამების მოღვაწეობა. მათ მოიძიეს ინფორმაციები ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთისა და არაბთაგან შევიწროებული ქართლის სამთავროების შესახებ. ვინაიდან ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს საქართველოს ფარგლებს მიღმაა, უბისაში ჩვენმა სტუმრობამ ცოტათი შეგვიმსუბუქა ეს დანაკლისი.

მოსწავლეების მეხსიერებას დიდხანს შემორჩება იმ დღისგან მიღებული შთაბეჭდილებები. აი, რას წერენ ისინი:

ნანი სისაური: „ეს იყო დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო დიდი შთაბეჭდილება, რომელიც ულევი ემოციებით იყო დატვირთული; გრძნობა, რომელიც თითოეულის გულში სუფევდა, შეუდარებელი იყო. თითოეული ფრესკა რაღაცის მთქმელი იყო. მე შევიგრძენი VIII-IX საუკუნეების სული“.

დარინა მანჯგალაძე: „ეს იყო გაკვეთილი, რომელიც არსოდეს ამოიშლება ჩემი გონებიდან. ვნახეთ გროგოლ ხანძთელის მიერ აგებული ტაძარი. შესვლისთანავე ვიგრძენი, თითქოს მეც იმ დროში ვცხოვრობდი. ყოველივე ამან ისეთი გრძნობით აღმავსო, რომ იქ მიღებული მადლი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“.

გიორგი მაჭარაძე: „ჩემს შთაბეჭდილებებში დარჩა გაკვეთილი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას მივუძღვენით და საკუთარი თვალით ვნახეთ ის მონასტერი, რომელიც წმინდა გრიგოლმა ააგო. ჩვენ თვალწინ გაირბინა VIII-IX საუკუნეების საქართველოს ყოფამ, თუ როგორ ცდილობდნენ თავიანთი მოღვაწეობით წმინდა მამები  საფუძლველი ჩაეყარათ საქართველოს გაერთიანებისათვის”.

ელისო სისაური: “ეს იყო დაუვიწყარი დღე უბისაში. მომხიბლა უძველესმა ფრესკებმა. შევიგრძენი სურნელი VIII-IX საუკუნის საქართველოსი. მადლითა და შთაბეჭდილებებით სავსენი დავბრუნდით”.

რამაზ რობაქიძე: “ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო. ვნახეთ გრიგოლის მიერ აგებული მონასტერი. ამ ტაძარში აშენების დროიდან არაფერი შეცვლილა, ყველაფერს პირვანდელი სახე შერჩენოდა. ბედნიერი ვარ, რომ გრიგოლის ნაფეხურებზე ვიდექი. დიდებული დღე იყო”.

ირაკლი ვოროჩენკო: “შესვლისთანავე ვიგრძენი მადლი. რომელიც სანთლის ციმციმს გადმოჰქონდა ჩვენზე. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, თითქოს შემომეძარცვა სიმორცხვე და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გრიგოლის წმინდა სული ზემოდან დაგვყურებდა. ეს ყველაფერი დაუვიწყარია”.

შოთა კვიციანი: “გასვლითი გაკვეთილი უბისაში განსაკუთრებული იყო იმით, რომ ტაძრის სიჩუმე და დიდი მადლი სულ სხვა გრძნობით მავსებდა. მეგონა დავიბნეოდი, მაგრამ ღვთისა და წმინდა გიორგის მადლით ყველაფერს კარგად გავართვი თავი”.

საბა ნიქაბაძე: „ძველი ქართული მწერლობა თუ ასე მომხიბლავდა არ მეგონა. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩემთვის საუკეთესო ნაწარმოებია. განსაკუთრებული სიამაყით ვარ აღსავსე, შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამიძლიერა მონასტერმა, რომელიც გრიგოლმა ააგო და რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებას“.

ალექსი თავიდაშვილი: „ძალიან ლამაზი დღე იყო. დაუვიწყარი. ტაძარში შესვლისას თითქოს უყველაფერი მომეშვა. დაუვიწყარი იყო სანთლის შუქზე ჩატარებული გაკვეთილი. სიმშვიდე, ჰარმონია და გროგოლ ხანძთელის მადლით სავსე ფრესკებიდან მოცქრალი თვალები, აღფრთოვანებული ვარ. მადლობა ჩემს პედაგოგებს“.

ბერდია ოქროპილაშვილი: „დიდებული ტაძარი, ჩვენ მიერ მოთხრობილი „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სანთლები, ფრესკები, დიდი მადლი, მღელვარე მასწავლებლები, მშობლები, კმაყოფილი მოძღვრები. მეტი რა უნდა გინდოდეს. არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი“.

თენგო თავაძე: „მეამაყება იმ ხალხის შვილი რომ ვარ, ვისი ძალისხმევითაც საქართველომ დღემდე მოაღწია. გრიგოლ ხანთელი დიდი ქართველია. მე კი მისი